logo
ENG



ელისაშვილი: გიორგი ვაშაძის ოპოზიციონერობის მე არ მწამს, ის ივანიშვილის პროექტია

14 სექ 202022:00
3 წუთის საკითხავი
clock 793

პარტია მოქალაქეების საბურთალოს მაჟორიტარი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მხარს არ დაუჭერს.

ამასთან დაკავშირებით ელისაშვილმა ფორმულას გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" ისაუბრა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის "პროექტია" და მას ბანერები ვანო ჩხარტიშვილის ფულით აქვს გაკრული. 

"ვაშაძეს და სააკაშვილს მხარს არ დავუჭერთ. გიორგი ვაშაძის ოპოზიციონერობის მე არ მწამს. სიღარიბე დავამარცხოთო უწერია და იმდენი ფული აქვს ჩათხლეშილი იმ ბანერებში, რომ ის რო მართლა ხალხისთვის დაეხარჯა, 10 000 ოჯახს სიღარიბეს დაამარცხებინებდა სინამდვილეში.

ვანო ჩხარტიშვილის ფულით აქვს, ჩვენთვის მოპარული ფულით გამოაკრა ბანერები. ვაშაძეს არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ ეგ არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე და ბიძინა ივანიშვილის პროექტი", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილმა გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ ის კოალიციურ მთავრობას მხარს უჭერს და არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ქართული ოცნება კიდევ 4 წლით მოვიდეს ხელისუფლებაში.

პარტია მოქალაქეების ლიდერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს საბურთალოზე იყრის.


close დახურვა