logo
ENG



ემიგრანტი გერმანიიდან: დღეში ერთ სტაფილოს და სამ ნაჭერს პურს გვაძლევენ, გაგვიყვანეთ აქედან

30 მარ 202023:22
3 წუთის საკითხავი
clock 310

გერმანიაში ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები ქართველი ნინო ახალკაციშვილი გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებს, რომ ბანაკში გაუსაძლისი პირობებია.

ახალკაციშვილი საქართველოს საელჩოს დახმარებას თხოვს.

„არ გვაქვს საჭმელი, გვაძლევენ ერთ ადამიანს სამ ნაჭერ პურსა და ერთ სტაფილოს. არ გვაქვს ჰიგიენური დაცვა. დღეს აქედან, მგონი ორი ადამიანი მკვდარი გაიყვანეს. არ ვიცით, ვისგან შეიძლება გადაგვედოს ვირუსი. გაგვიყანოს საელჩომ, სადაც ვიქნებით დაცულები. ჩვენს გვერდით დაინფიცირებულები ცხოვრებენ“, - აცხადებს ახალკაციშვილი. 


close დახურვა