logo
ENG



ენდელაძე: ახალი შემთხვევებიდან აჭარაში 342 დადასტურდა, ხოლო თბილისში 277

16 ოქტ 202011:04
3 წუთის საკითხავი
clock 1361

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან აჭარაში 342 დადასტურდა, ხოლო თბილისში 277.

მისივე განცხადებით აჭარაში და იმერეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, ხოლო თბილისში შემცირდა.

"აჭარაში 342 შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში შემცირდა და 277 ახალი შემთხვევა დასტურდება. იმერეთში მოიმატა და დღეს 158 დადასტურდა. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია: სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, გურიაში - 11, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 3, მცხეთა მთიანეთში - 10, კახეთში - 7, სამცხე ჯავახეთში - 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2 ახალი შემთხვევაა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 246 ადამიანი, ხოლო 11 გარდაიცვალა

​NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 9 317 PCR ტესტირება ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.


close დახურვა