logo
ENG



ენდელაძე: ეპიდსიტუაცია ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო

22 სექ 202011:09
3 წუთის საკითხავი
clock 426
1j2c0zx9cok937p.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდსიტუაცია "ძალიან საყურადღებოა", თუმცა არაა საგანგაშო. 

"ვხედავთ, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა არ არის, მაგრამ არის ძალიან საყურადღებო და არა - საგანგაშო. მართალია, მოემატა, მაგრამ ეს არაა დრამატული მატება. მე ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. როგორც ვიცი, გახსნილია 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება. ასევე, მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ტრენინგი", - თქვა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 3 913-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 40 ადამიანი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.


close დახურვა