logo
ENG



ენდელაძე: კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა

22 სექ 202011:12
3 წუთის საკითხავი
clock 350

კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"ჯერჯერობით აჭარა კვლავ ლიდერობს. იქ გახლავთ ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა, თბილისში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, იმერეთში - 26 და გურიაში 2. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გახლავთ 1574", - განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 3913-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 40 ადამიანი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.


close დახურვა