logo
ENG



ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მისი დის შვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დააკავეს

31 ივლ 202020:35
3 წუთის საკითხავი
clock 480

"დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით" - ასე ხსნის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლილე ლიპარტელიანი, მისი დის შვილის დაკავებას.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, მის ნათესავს ბერდია ხაბულიანს, მუხიანში მაღაზიის მეპატრონეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო დაკავებულის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ფაქტს 20 მდე მოწმე ჰყავს, თუმცა კაცი ისე დააკავეს ქალზე ძალადობისთვის, რომ არავინ გამოუკითხავთ.

რა გახდა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლილე ლიპარტელიანის დისშვილის, ბერდია ხაბულიანის დაკავების მიზეზი - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მუხიანის პოლიციის უფროსი, ფორმულას გადამღებ ჯგუფთან შესახვედრად არ გამოვიდა. განყოფილებაში "ფორმულას" უთხრეს, რომ პრესსამსახურს დავკავშირებოდით. 

ბერდია ხაბულიანი ქალზე ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან მუხიანში უბნის სასურსათო მარკეტის მფლობელის ბონდო ხაბულიანის მეუღლეს, თამარ ბახსოლიანს, რომელიც ამავე მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტს ბრალდებულის ოჯახის წევრი, ლილე ლიპარტელიანი კატეგორიულად უარყოფს.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა