logo
ENG



ეპისკოპოსი საბა: ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობა ყოვლად მიუღებელია

17 ოქტ 202013:37
3 წუთის საკითხავი
clock 1021
jyziw7n8qpntyvq.jpg

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობა მისთვის ყოვლად მიუღებელია. 

"რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობას, ეს ყოვლად მიუღებელია და დიდი გულისტკივილია პირადად ჩემთვის. არცერთი ტაძრის ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის". - დაწერა მან ფეისბუქზე. 

ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიება ჯერ პატრიოტთა ალიანსმა, შემდეგ ქართულმა ოცნებამ გამართა. მმართველი პარტიის შეკრებას ქუთათელი ეპისკოპოსი იოანე გამრეკელიც დაესწრო. 


close დახურვა