logo
ENG



ესპანეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა კვლავ მოიმატა - დაავადებამ 1 დღეში 734 ადამიანი იმსხვერპლა

07 აპრ 202020:57
3 წუთის საკითხავი
clock 331

ბოლო 5 დღის განმავლობაში პირველად, ესპანეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა კვლავ მოიმატა. დაავადებამ ერთ დღეში 734 ადამიანი იმსხვერპლა. 902-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებშიც, რომელიც  მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებით პირველ ადგილზე რჩება.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება ბრიტანეთის პრემიერი. ბორის ჯონსონს კვლავ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ხველა აქვს, თუმცა სასუნთქი აპარატი არ სჭირდება. მისი მკურნალი ექიმების ცნობით, პრემიერი გონზეა.მის მოვალეობებს დროებით სახელმწიფო მდივანი - დომინიკ რააბი შეასრულებს. თვითიზოლაციაშია მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრი. მაიკლ გოვმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,რაც კოვიდ-19 მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. 

ორკვირიანი კარანტინის შემდეგ პირველად გამოჩნდა მედიის წინაშე გერმანიის კანცლერი. მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა თქვა, რომ  კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ევროკავშირი მისი დაარსების დღიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა.  ქვეყანაში ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობამ 103 ათასს, მსხვერპლის რაოდენობამ კი 1800-ს გადააჭარბა. 

833 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს გასული 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში. ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ პარიზია. დედაქალაქში სამართალდამცველებმა გამვლელების შემოწმება დაიწყეს. ქალაქის მერიამ შეზღუდვები გაამკაცრა და პარკებში ვარჯიში და სირბილი მხოლოდ დილის 10-დან საღამოს 7 საათამდეა ნებადართული. 94 ექიმი და 26 ექთანია გარდაცვლილი ვირუსის შედეგად იტალიაში. კვლავ პარალიზებულია ქვეყნის ყველა ქალაქი. პრემიერი ეკონომიკის დასახმარებელ გეგმაზე საუბრობს.

კორონავირუსთან მებრძოლი მედპერსონალის მხარდასაჭერად პოპ მუსიკის ვარსკვლავი ლედი გაგა ტელემარათონის ჩატარებას აპირებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, სტივი ვაინდერი, დეივიდ ბექჰემი და ბილი აილიში აპირებნენ. აქცია, რომლის ორგანიზატორებმაც უკვე 35 მილიონი შეაგროვებს, 18 აპრილს გაიმართება. აღდგომას კი უფასო, საქველმოქმედო კონცერტს ანდრეა ბოჩელი გამართავს. ღონისძიება დუომოს ცარიელ ტაძარში ჩატარდება და მომღერლის იუთუბ არხზე აჩვენებენ.


close დახურვა