logo
ENG



ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არც ერთ შტოს - ხოშტარია

14 ივლ 202015:41
3 წუთის საკითხავი
clock 314
9dvbr8ysznom387.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების 2021 წლამდე გახანგრძლივებით ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ცდილობს. 

ამასთან, ხოშტარია მიიჩნევს, რომ საზოგადოება მმართველ გუნდს ძალის კონცენტრირების უფლებას არ მისცემს. დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო მოხვდება იმ ქვეყნების სიაში, რომელთა ხელისუფლებები პანდემიას სათავისოდ იყენებენ. 

"კოვიდ-19 ზოგიერთ ქვეყანაში გახდა ავტორიტარიზმის საბაბი. კოვიდით სარგებლობენ ზოგიერთი ქვეყნები, რომ მთავრობებმა დაარღვიონ ადამიანის უფლებები. რატომ უნდა იყოს საქართველო, თანაც წინა საარჩევნო პერიოდში, თან ისედაც ბევრი საერთაშორისო პრობლემის მქონე საქართველო, იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც იტყვიან, რომ დარღვეულია დემოკრატიულობის და ძალაუფლების ბალანსი. არ მჯერა, რომ ამ კანონით რაიმე სახით მანიპულირება გამოვა, მაგრამ ეს ცუდი პრეცედენტია. ეს არის დისბალანსი. დღეს ბალანსზე უნდა გვემსჯელა და არა ის, რომ აი თქვენ ადამიანების სიკვდილი გაგიხარდებოდათ. ამ ყველაფრის ფასს, აუცილებლად ყველა მთავრობა, რომელიც სარგებლობს სიტუაციით, აკეთებს ძალის კონცენტრირებას და არის უკონტროლო, ისჯება საზოგადოების მხრიდან. ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არც ერთ შტოს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, მხარი დაუჭირა

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.


close დახურვა