logo

ექიმი: ორსულები მაინც განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან

clock 26 მარტი 2020 21:44

"ორსულები მაინც განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აკისრიათ. მნიშვნელოვანია ნაყოფიც",-ასე აფასებს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი სოფია ბოჯგუა კორონავირუსის შემთხვევას ორსულობაში

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მან კონკრეტული რჩევებით მიმართა ორსულებს, მათ შორისაა მაქსიმალურად შემცირება კლინიკებში ვიზიტის. რა თქმა უნდა, ორსულებზე ვრცელდება ყველა ის რეკომენდაციაც, რაც სხვა შემთხვევაშია.

"რეკომენდაციის სახით ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად შეამცირონ კლინიკებში ვიზიტი, მით უმეტეს თუ კრიტიკულ ვადა გავლილი აქვს, ანუ პირველი 12 კვირა. რაც შეეხება ანალიზებს, შესაძლოა რამდენიმე აუცილებელი შეერთდეს და ერთ მოსვლაზე გაიკეთონ, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვთ; ანუ ყველა ორსულთან ურთიერთობა ინდივიდუალურია. მაგალითად, ასევე, პარიზში უკვე 6 ორსული ინფიცირებული ჰყავთ, მაგრამ არ დასტურდება რომ ის დედიდან შვილზე გადადის. თუმცა ვირუსი იწვევს ნაადრევ მშობიარობას. ზოგადად,  22-დან 37 კვირის ჩათვლით ითვლება ნაადრევ მშობიარობად",-ამბობს სოფია ბოჯგუა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ინფიცირებული ორსული სამშობიაროდ მესამე დონის კლინიკაში მოათავსონ.

"ვიცით, რომ კოვიდ-19 იწვევს რესპირატორულ დაავადებებს, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას, ამიტომ პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ორსულმა მიმართოს მესამე დონის კლინიკას. იგულისხმება უფროსთა და ბავშვთა რეანიმაციული აღჭურვილობის მქონე დაწესებულება. რაც შეეხება ვირუსისგან დაცვის სხვადასხვა საშუალებას, ორსულებისთვის მათი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. ინფიცირებული ორსულობის მშობიარობა კი თუ მძიმე ვითარებაა, მაშინ ხდება საკეისრო კვეთით, რადგან ნაყოფის მონიტორინგიც მიმდინარეობს",-აცხადებს სოფია ბოჯგუა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა