logo
ENG



ვადასტურებ, რომ ლელო იზრდება - პარტიას შესაძლო, ლევან კობერიძე შეუერთდეს

03 ივნ 202008:14
3 წუთის საკითხავი
clock 416

"ვადასტურებ, რომ ლელო იზრდება" - ასე უპასუხა დავით უსუფაშვილმა "ფორმულას" შეკითხვას ლევან კობერიძის პარტიაში გადასვლის შესახებ. მეტ დეტალს უსუფაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ "ლელო" იზრდება და ყოველდღიურად გვემატება საინტერესო ხალხი. დანარჩენზე შემიძლია მაშინ ვილაპარაკო, როცა ამის დრო მოვა. დღეს მე ამ ფაქტს, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. გვაქვს საინტერესო კონსულტაციები ადამიანებთან, მათ შორის ისეთებეთან, ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა, ან ახალი მოსულია და საინტერესოდ დაამახსოვრა თავი ხალხს. ასევე ისეთებთანაც, რომლებსაც სერიოზული ფუნქციები ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში",-აცხადებს უსუფაშვილი.

კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს თავად ლევან კობერიძეც და ამბობს, რომ იმ ძალას უერთდება, რომელიც ორპულუსიანობას ემიჯნება.

"ძალიან კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ თანამშრომლობას იმ კონკრეტულ ჯგუფებთან და ძალებთან, რაც მკაფიოდ ორპოლუსებიანობას ემიჯნება. ასეთი ჯგუფი რამდენიმეა და კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ამაზე მალე გახდება ცნობილი. მიმდინარეობს ინტენსიური მოლარაკებები",-აცხადებს ლევან კობერიძე. 

გაერთიანებული ოპოზიციის პარალელურად საარჩევნო გეგემები აქვთ სხვა დამოუკიდებელ დეპუტატსაც. "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე არჩევნებში ისნის მაჟორიტარ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას. 

"ახლაც მაჟორიტარი ვარ ისნის რაიონში და ეს ჩემთვის უჩეულო არაა. ვფიქრობ თავს კარგად ვართმევ ჩემს ფუნქციას და ვემსახურები ჩემს ხალხს. ამიტომ, ის ამბიცია, რომ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი ბოლოჯერ, საპასუხო მისიაა. ჩემი პოლიტიკური მოძრაობაა "ტრიბუნა" და მე ვიქნები მისი სიის პირველი ნომერი და საერთოდ ჩვენ ყველგან გვეყოლება მაჟორიტარები, პრაქტიკულად პარტიული სიითაც ვიქნებით წარმოდგენილები",-აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 


 

 


close დახურვა