logo
ENG



ვაკეში განიხილებოდა ხოშტარიას კანდიდატურა, დიდი სიამოვნებით შემოვხაზავ მას - ჯაფარიძე

05 ივნ 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 1082

პარტია "გირჩი" მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს და მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას.

ჯაფარიძის განმარტებით, უმჯობესია მაჟორიტარების ადგილები სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის გადანაწილდეს. გარდა ამისა, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ვაკეში შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატად ის განიხილებოდა, თუმცა ამაზე უარს ამბობს. 

"გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ახლა ცალკეულმა პოლიტიკოსებმა შეცვალეს რიტორიკა და ამბობდნენ, რომ მეორე ტური ყოფილა მნიშვნელოვანი. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით არის პრობლემა. განსაკუთრებით თბილისზეა საუბარი. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ "გირჩი" გამოეთიშება, რაც შესაბამისად გააადვილებს ადგილების განაწილებას. მაგალითად, ადრე ვაკეში განიხილებოდა ელენე ხოშტარიას კანდიდატურა და მე დიდი სიამოვნებით შემოვხაზავ მას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 


close დახურვა