logo

ვაშაძე: რუსეთთან ერთად გამონაკლისია საქართველოც, რომლის მიმართაც სანქციების გამოყენება უწევს ამერიკას

clock 0 clock 211 clock 10 ივლ 202011:53

„რუსეთთან ერთად გამონაკლისია საქართველოც, რომლის მიმართაც სანქციების გამოყენება უწევს ამერიკას, - ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებას.

მისი განცხადებით, ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მმართველობა ძალიან ძვირი უჯდება, რადგან ეს სანქციები პრობლემებს არა ივანიშვილს, არამედ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეუქმნის.

ვაშაძის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესება არ მოხდეს უნდა შეიცვალოს "ქართული ოცნების" რეჟიმი, დასრულდეს კლანური მმართველობა სასამართლო ხელისუფლებაში, ასევე გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და უარი თქვას სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე.

„გუშინ ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა სანქციები საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქიულ-კლანური მმართველობა "ქართული ოცნების" სახით. ეს სანქციები პრობლემას უქმნის არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. ვანიშვილის მავნებლური რეჟიმიდან გამომდინარე ჩვენ მივედით იმ ზღვრამდე, რომ რუსეთთან ერთად ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისია საქართველო, რომლის მიმართაც სანქციების გამოყენება უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. 

გამოსავალი იმაშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევცვალოთ "ქართული ოცნების" რეჟიმი. უნდა დაასრულონ საქართველოში კლანური მმართველობა სასამართლო ხელისუფლებაში. ხელი უნდა აიღოს იმ კორუფციული სქემებისგან, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. უნდა გაუხსნას გზა დასავლურ ინვესტიციებს. უარი უნდა თქვას მედიის შეზღუდვაზე და მედიის თავდასხმაზე. გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და უარი თქვას სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე. დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს და უარი თქვას რუსეთთან თანამშრომლობაზე. უარი უნდა თქვას ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელზეც ამ დოკუმენტებშია საუბარი და ა.შ. ეს ვალდებულებები უნდა შეასრულოს სექტემბრამდე ქართულმა ოცნებამ, თუ მას სურს, რომ კონგრესმა უარი თქვას ამ სანქციებზე, რომელიც ეხლა დაუწესდა საქართველოს. 

საუბარია იმ უდიდეს ფასზე, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ქართული ოცნების მავნებლური, ოლიგარქიულ-კლანური კორუმპირებული მმართველობის გამო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

9 ივლის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ. კანონპროექტის ნაწილია საქართველოსთვის დაფინანსების 15% შეჩერება, თუ ის გაწერილ პირობებს არ დააკმაყოფილებს. 

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს. 

პირობებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა კერძო სექტორში. დამატებაში, რომელიც დოკუმენტს ერთვის, ასევე წერია, რომ უნდა შემცირდეს პოლიტიკურ პროცესებზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენა.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა