logo

ვაშაძე: სააკაშვილს შეეძლო, ოპოზიციის მხარდამჭერის როლი ეთამაშა, მაგრამ არჩია გაუგებარი როლი

12 ოქტ 202019:24
3 წუთის საკითხავი
clock 6 clock 1958
ვაშაძე: სააკაშვილს შეეძლო, ოპოზიციის მხარდამჭერის როლი ეთამაშა, მაგრამ არჩია გაუგებარი როლი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ოპოზიციის გაერთიანების მხარდამჭერი როლის თამაში, თუმცა მან აირჩია "სხვა, რაც დღეს აქვს გაუგებარი როლი". ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პალიტრანიუსთან ინტერვიუსას განაცხადა. ვაშაძე ამით ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.  

"მე, აბსოლუტურად, სხვა როლს ვხედავ სააკაშვილისას და ვფიქრობ, რომ მან შეცდომა დაუშვა ამ არჩევნებში. [...]

ჩემი აზრით, ნაციონალურმა მოძრაობამ ამ კამპანიის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის შეთანხმებების შეუსრულებლობის თვალსაზრისით, იგივე ჩემთან ან სხვებთან მიმართებით.

ჩვენი სტრატეგია არის, რომ თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმით კი არ ვპასუხობთ, არამედ საქმით. ხალხს არ აინტერესებს პეტრე რას ფიქრობს პავლეზე, ან ერთი პოლიტიკოსი მეორეზე. ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა და ხალხს უნდა მაქსიმალურად საქმეზე საუბარი. იმდენი შემიძლია ვისაუბრო ამ თემებზე დეტალებში, ყველა ნათლად დაინახავს, რომ ძალიან დიდი შეცდომაა მათი მხრიდან დაშვებული, მაგრამ ეს საერთო საქმეს აზიანებს.

ახლა არის იმის დრო, ხალხი დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლება იცვლება. ივანიშვილი ჩამოვაშოროთ მმართველობას, რომ ფულის მკეთებელთა გუნდი ხელისუფლებიდან გავუშვათ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიგი უგულავამ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: "სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას". ვიდეომიმართვაში იგი ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში. მისი თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა. 



close დახურვა