logo
ENG



ვოლსკი: არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები თუ ტერორისტული აქტები ხდება

22 ოქტ 202016:18
3 წუთის საკითხავი
clock 587
q2u001yjsn3l96x.jpg

ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი ზუგდიდში, ბანკზე მომხდარი თავდასხმის შეფასებისას, არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება, იყოს "პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობა". ამაზე მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ის ხალხი, ვინც პოლიტიკური ბარიერის იქიდან გვიპირისპირდება, საერთოდ ყველაფერზე არიან წამსვლელები. რეალურად, არც იმას გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები თუ ტერორისტული აქტები ხდება. არ გამოვრიცხავ, არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ. 

დანაშაულებები ფაქტია, რომ ხდება არა მხოლოდ საქართველოში. პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყო მოქალაქე. საკმაოდ კარგად უხელმძღვანელმა ამ ოპერაციას ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ზუგდიდში იყო. [...] უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით", - თქვა გია ვოლსკიმ. 

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

 


close დახურვა