logo
ENG



ვოლსკი: წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა

03 აგვ 202017:31
3 წუთის საკითხავი
clock 819
0hfgtnxbdix14fg.jpg

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შესული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები და დღეს მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება.

ვოლსკის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ვა-ბანკზეა წასული.

“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, საკუთარი გადმოსახედიდან, დალაგებული და გეგმაზომიერი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები. დღეს, რასაკვირველია, მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება და არავის არ უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი.

რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ელექტორალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოშორებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და რასაკვირველია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, სააკაშვილს არჩევნებში აღარ სჭირდება დამატებითი ბალასტი და იდეური მოწინააღმდეგე.

 


close დახურვა