logo
ENG



ვოლსკი "ნოვიჩოკის" საქართველოში დამზადებაზე რუსი დეპუტატის განცხადებას მუქარად აფასებს

03 სექ 202013:24
3 წუთის საკითხავი
clock 345

"ეს არის აშკარა პოლიტიკური დემარში და მუქარა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, იური შვიტკინის განცხადებას, რომ მომწამვლელ ნივთიერებას [ნოვიჩოკი] აშშ-სა და საქართველოში ამზადებენ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო გამძაფრდება.

"რუსეთმა, მით უმეტეს მაღალ საექსპერტო დონეებზე, ზუსტად იცის, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება. ეს არის აშკარა პოლიტიკური დემარში, მე ვიტყოდი მუქარა, ისევე როგორც ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება და უნდა მოველოდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს ტრენდი იქნება კიდევ უფრო გამძაფრებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს. ამჟამად ის კომაშია და ბერლინის ჰოსპიტალში მკურნალობს. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს. 


close დახურვა