logo
ENG



ვოლსკი ბაჩალიაშვილზე: გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით, რამე შედეგზე ჯერ არ გავსულვართ

04 აგვ 202017:12
3 წუთის საკითხავი
clock 653
ვოლსკი ბაჩალიაშვილზე: გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით, რამე შედეგზე ჯერ არ გავსულვართ

"გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით, იმიტომ, რომ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერ არ გავსულვართ", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქმის გამოძიება არა მხოლოდ ოჯახის, არამედ საზოგადოების ინტერესშიც არის.

"არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არა მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესშია, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ მივედავებით, იმიტომ, რომ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ. დანარჩენი, ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გია ვოლსკიმ.​

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აშშ-ს საელჩოს სთხოვს, გამოძებაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთონ.


close დახურვა