logo
ENG



ზაზა გახელაძის წერილი ოჯახს: უფალს ვთხოვ, მალე თქვენთან ვიყო

09 სექ 202015:20
3 წუთის საკითხავი
clock 1114
cqbf0nyo6bxh83y.png

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულმა ზაზა გახელაძემ, წითელი ჯვრის მეშვეობით ოჯახს წერილი გამოუგზავნა. იგი წერს, რომ ჭრილობა ჯერ ვერ მოურჩა და უკან მალე დაბრუნების იმედს გამოთქვამს. წერილის შინაარსი ოჯახმა გაასაჯაროვა. 

"როგორ ხარ, ირმა? ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა, მალე მორჩება ალბათ, და გავივლი, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ზაზა გახელაძე. 

ზაზა გახელაძის შვილმა მამას წერილითვე უპასუხა, რომელიც ასევე წითელმა ჯვარმა წაიღო. უცნობია, როდის შეძლებს ორგანიზაცია მისი დაკავებულისთვის გადაცემას.

"წერილს წერილითვე ვუპასუხეთ, გავამხნევე როგორც შეიძლებოდა, ბავშვი, რომელიც ყოველ საღამოს სხვანაირად ემშვიდობებოდა მამას, ძილი ნებისას უსურვებდა, ტრადიციას არ არღვევს ეუბნება მამას: "ღამე მშვიდობისა, ტკბილი ძილი". მისთვის დიდი იმედია, რომ იგრძნო, ჩვენ არ ვზივართ. სახელმწიფო გვერდში უდგას", - ამბობს გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი. 

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს გაიტაცეს. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.


close დახურვა