logo
ENG



ზალკალიანი: საბერძნეთთან რეგულარული ფრენები აღდგება

06 აგვ 202014:01
3 წუთის საკითხავი
clock 505
5bmggtqh4kmo196.jpg

დიპლომატიური ზეწოლის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება პირველ ნაბიჯს დგამს და საბერძნეთის მიმართულებით 1 ჩარტერულ რეისს ნიშნავს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, საბერძნეთთან რეგულარული ფრენები აღდგება.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ეფექტიანი თანამშრომლობა აქვს.

"მესმის, ოპოზიციის გარკვეულ პირებს აქვთ დავალება, რომ ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და მუდმივად იყოს ამით აპელირება, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან გვაქვს ძალიან კარგი, ეფექტური თანამშრომლობა, მათ შორის  საბერძნეთთანაც, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, მუდმივად ვაწოდებთ ინფორმაციას ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბერძნეთთან რეგულარული ფრენები აღდგეს. ჯერ ეს ერთი მიმართულებით მოხდება. პირველი ფრენა 21 აგვისტოს შესრულდება და შემდეგ შევთანხმდებით", - განაცხადა ზალკალიანმა.

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან გაცემული პირობა საბერძნეთთან საზღვრის გახსნაზე არ სრულდება", - ამის შესახებ საქართველოში საბერძნეთის ელჩმა, დიმიტრიოს კარაბალისმა 2 აგვისტოს განაცხადა. ელჩს აინტერესებდა, თუ რატომ ვერ მოხვდა იმ ხუთეულში საბერძნეთი, რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა, მაშინ, როდესაც კოვიდსიტუაცია მათ ქვეყანაში გაცილებით უკეთესია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრები გაიხსნა. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვასა და ესტონეთზე.


close დახურვა