logo
ENG



ზალკალიანი: 40-ზე მეტ ქვეყანაში 2 445 მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება

08 აპრ 202013:53
3 წუთის საკითხავი
clock 468

„40-ზე მეტ ქვეყანაში 2 445 მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება როგორც სააცხოვრებლით, ისე საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ, კონსულტაციით და სხვა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეურაცხყოფების მიუხედავად, დიპლომატები 24-საათიან რეჟიმში საკუთარი სიცოხლის მუშაობენ.

"ჩვენი დიპლომატები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე, სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა იმ ქვეყმებში, ვიდრე საქართველოში. ჩვენ დიპლომატებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ მუშაობა და ამას ახერხებენ ღირსეულად, მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა და ცრუ ინფორმაციისა", - განაცხადა მინისტრმა.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 375 ადამიანი.  48 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა