logo

ზალკალიანი ევროკავშირის სიაზე: სახელმწიფოს ამოცანაა, დავიცვათ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა

clock 30 ივნ 202019:56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებზე მეტყველებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაა.

„მივესალმებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველო შეყვანილი იქნა იმ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში, ვისთვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის საზღვრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან, ეფექტურად მართა COVID 19-ის პანდემიის ფართოდ გავრცელება. საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი. რაც ასევე დადასტურდა ასევე ჩვენი პარტნიორების შეფასებებით. 

მოხარულები ვართ რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ გამტკიცება.

ამ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა შევინარჩუნოთ ქვეყანაში პანდემიის გავრცელების არსებული სურათი, რათა პირველ რიგში, დავიცვათ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე შევინარჩუნოთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯი. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ფრთხილ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან აქტიურ კოორდინაციაზე და მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათზე. 

ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უკვე დავიწყეთ კოორდინაცია და კომუნიკაცია კონკრეტული კრიტერიუმებზე და პირობებზე იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადასვლა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, - განაცხდა დავით ზალკალიანმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებსროგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს.

სიის გამოქვეყნებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. მანამდე სახელმწიფოს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველოს რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღედგინა.

ოფიციალური სიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე ანალოგიური სია გამოაქვეყნა გამოცემა BBC-იმ.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა