logo

ზალკალიანი კინზინგერზე:ვიზიარებ ყველა იმ პოზიციას, რომელიც მან გააჟღერა

clock 22 მაი 202013:15
8pz8w4rzvkiq3js.png

"მისი შეფასება იყო უაღრესად კორექტული, უაღრესად მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ვიზიარებ ყველა იმ პოზიციას, რომელიც კონგრესმენმა გააჟღერა საქართველოსთან მიმართებაში",-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ადამ კინზინგერის განცხადებას. 

მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა შეთანხმების შესასრულებლად. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მმართველი გუნდი კონგრესმენებს დამკვირვებლებად მოიწვევს. ზალკალიანის თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საარჩევნო თარიღი გამოცხადდება. 

"მნიშვნლოვანია, რომ შეთანხმება შედგა და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ შეთანხმება განხორციელდეს. ეს პოზიცია ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის და აუცილებელია ახლა ყველა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არჩევნები უნდა ჩატარდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ეუთო-ს პრინციპებთან და ამ თვალსაზრისით მზა დვიქნებით, რომ ბატონი კინზინგერი და არა მარტო, სხვა სენატორებიც, როგორც კი გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ყველა საერთაშორისო პარტნიორს გავუგზავნით ოფიციალურ მოწვევას, როგორც დამკვირვებლებად. იცით, რომ "ეუთო ოდირი" განახორციელებს სადამკვირვებლო პროცესს და მთელი საერთაშორისო თანამეგრობობა იქნება მაქსიმალურად ჩართული"- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ადამ კინზიგნერმა გუშინ გააკეთა განცხადება რომ 8 მარტის შესრულება სრულად აუცილებელია. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა