logo

ზალკალიანი რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლაზე: ვიმოქმედებთ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად

clock 0 clock 128 clock 14 თებ 202014:15

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში, 14-15 მაისს დაგეგმილ მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ეხმაურება. ზალკალიანის განმარტებით, ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების მიხედვით.

„არანაირი შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან არ იგეგმება. რაც შეეხება მაისის მინისტერიალს, ჩვენი პოზიცია ცნობილია. საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, იმოქმედებს ამ ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია საქართველოში აუცილებლად ჩავა.

 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა