logo

ზამთარში ნახევრად შიშველს აივანზე აბამდნენ - რას ყვებიან მეზობლები პირზე, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა

clock 0 clock 94 clock 08 ივლ 202012:35

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, 28 წლის კაცის მიერ მამისა და ბაბუის მკვლელობას ადგილობრივები შურისძიებას უკავშირებენ.

ისინი ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელი მრავალი წლის მანძილზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. მათი თქმით, ბაბუა მასზე ძალადობდა, მამა კი, ამ ძალადობას ან ხელს უწყობდა, ან რეაგირებას არ ახდენდა.

მეზობლების თქმით, ძალადობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ბავშვობაში მას ბორკილებით ხან საწოლზე აბამდნენ, ხან აივანზე ხან კი, ზამთარში, ეზოში ნახევრად შიშველს ტოვებდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ.

გარდაცვლილებს მეზობლები და ნათესავები დადებითად არ ახასიათებენ. ისინი ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელი ისეთ გარემოში გაიზარდა, შეუძლებელი იყო, ფსიქიკა დაზიანებული არ ჰქონოდა.

რაც შეეხება ამ პირის ნასამართლეობას, მეზობლების თქმით, ის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი მათ შორის მკვლელობაზე, ყაჩაღობასა და ქურდობაზე.

მკვლელობა მცხეთაში გუშინ მოხდა. მკვლელობის შემდეგ 28 წლის კაცი მეზობლის მანქანით მიიმალა და მას ამ დრომდე ეძებენ. მამაკაცმა სასჯელაღსრულების დაწესებულება, დაახლოებით ათი დღის წინ დატოვა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა