logo
ENG



ზახაშვილი: აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის სტანდარტული პროცედურები შეიცვლება

05 ივნ 202019:28
3 წუთის საკითხავი
clock 608
ynjwk6xnoqg0v6f.png

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის სტანდარტული პროცედურები შეიცვლება. მისივე თქმით, ცვლილებები მოქალაქეების უსაფრთხოდ ყოფნისკენ იქნება მიმართული.

ზახაშვილის განმარტებით, სპორტდარბაზების თუ აუზის თავისებურებების მიხედვით შერჩეული უნდა იყოს სპეციალური პროტოკოლი, რომლის დაცვაც ზოგად წესებთან ერთად მოხდება, რაც დისტანციას და ჰიგიენის წესების დაცვას გულისხმობს.

„ერთია სპორტსმენებისა და სპორტული ღონისძიებების საჭიროებები. მეორე არის სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების საჭიროებები და მათი აღდგენა. ამ მხრივაც მოგვიწევს ახალი პროტოკოლის შემუშავება და ახალი პროტოკოლებით მუშაობა. 

ის სტანდარტული პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს დაცული, აუზებსა თუ სპორტდარბაზებში ისინი გარკვეულად შეცვლილი იქნება რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.   

თითოეული სპორტის სახეობის მიხედვით, სპორტდარბზების თუ აუზის თავისებურებების მიხედვით უნდა შეიმუშაოს ამ დაწესებულებებმა თავისთვის მოქმედი პროტოკოლი, მაგრამ ზოგადი წესები: დისტანციის დაცვა და ჰიგიენის წესების დაცვა ისევ ძალაში რჩება“, - განაცხდა ხათუნა ზახაშვილმა.

 


close დახურვა