logo
ENG



ზურაბიშვილი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია, საქართველოში მძიმე მდგომარეობა არაა

09 აგვ 202019:15
3 წუთის საკითხავი
clock 513
ზურაბიშვილი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია, საქართველოში მძიმე მდგომარეობა არაა

"კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია და საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება", - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა. 

ზურაბიშვილი მედიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ზოგიერთი ტელევიზია ცდილობს, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება მძიმედ წარმოაჩინოს. 

„სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება, სამწუხაროდ. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. და მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან მხოლოდ ეს გვესმის დილიდან საღამომდე. ეს ჩვენს ახალგაზრდობასა და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ. არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა. 

ერთ-ერთი ფაქტი ახალქალაქში გუშინ დაფიქსირდა. ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. 

კიდევ ერთი შემთხვევა ტყიბულში მოხდა. კერძოდ, მოკლულია 40 წლამდე კაცი. იგი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს


close დახურვა