logo
ENG



თავადცვის სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ

27 მარ 202011:36
3 წუთის საკითხავი
clock 426
xd5ghjk1n3jdgsz.jpeg

"სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ",-განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხი უკვე მიიღეს. ცნობილია ისიც, რომ  ამ დროისთვის არც ერთ სამხედროს არ აღენიშნება ვირუსი. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.

"ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა",-აღნიშნულია გაცხადადებაში.


close დახურვა