logo
ENG



თავდაცვის სამინისტრო: ბადრი ესებუა ჯარიდან 2019 წლის 4 ივლისს გავათავისუფლეთ

28 ოქტ 202016:43
3 წუთის საკითხავი
clock 8083
mfe1of7b1uzvces.jpg

საქართველოს ბანკზე თავდასხმიდან 7 დღის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდებული ბადრი ესებუა არ არის მოქმედი ჯარისკაცი და ამის დასადასტურებლად თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებასაც აქვეყნებს. 

დოკუმენტის მიხედვით, I კლასის რიგითი, ბადრი ტარიელის ძე ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წლის 4 ივლისს გათავისუფლდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელის ვინაობა დანაშაულიდან 5 დღის შემდეგ, 26 ოქტომბერს გაასაჯაროვა. წინა დღეს ბადრი ესებუაზე მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ილაპარაკა. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მათ თავდამსხმელის ვინაობა სწორედ მედიის მიერ გასაჯაროების შემდეგ დაასახელეს. 

21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა საქართველოს მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. ის ჯერაც არ არის დაკავებული. 

გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა