logo

თალაკვაძე: კუბილიუსმა თქვა, დავით გარეჯის თემა სასაცილოაო, გაოცებული ვარ

clock 26 clock 1440 clock 14 ოქტ 202013:41

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, ის "გაოცებულია" ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, რომ, თალაკვაძისვე თქმით, "დავით გარეჯის თემა სასაცილოა".

აღსანიშნავია, რომ კუბილიუსმა "სასაცილო" კარტოგრაფებისთვის წარდგენილ ბრალსა და გამოძიებას უწოდა და თქვა, რომ ოცნება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

თალაკვაძის თქმით, დავით გარეჯის თემა ნამდვილად არ არის სასაცილო და როცა ევროსტრუქტურის წარმომადგენელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ასეთი დამოკიდებულებით საუბრობს, მიუღებელია.

"კუბილიუსმა თქვა, დავით გარეჯის თემა სასაცილოა, ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის მიუღებელი.

დავით გარეჯი არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება სასაცილო და ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყოველთვის, როცა მომავალში გვექნება შეხვედრები, ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, რომ კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებას გააკეთებს", - თქვა თალაკვაძემ.

კუბილიუსის თქმით, დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების დაკავებით ქართული ოცნება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

"საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა ორი საჯარო მოხელე "აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემისთვის". შენიშვნა: გამოძიება ეხება 2007 წლის პერიოდს. სასაცილოა. ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან - პანდემიის მიმართ სუსტი რეაგირება და ეკონომიკის შეჩერება - გადაიტანოს ყურადღება", - დაწერა კუბილიუსმა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა