logo

თალაკვაძე: Bloomberg-ის სტატია არის დასპონსორებული

clock 0 clock 294 clock 14 თებ 202012:22

Bloomberg-ის მიერ მომზადებულ კრიტიკულ სტატიას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება და მას დაფინანსებულს უწოდებს. 

თალაკვაძის თქმით, გაუგებარია, თუ რატომ არ აშუქებდა Bloomberg-ი იმ პროექტებს, რომლებსაც მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ახორციელებდა. 

"სტატია, რომელზეც თქვენ მეკითხებით, მაღალი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია. ის რომ დასპონსორებულია, იქიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბლუმბერგს არასდროს უთქვამს და გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დღეს აქვეყნებს სტატიას, რომ ის 77 ათას დოლარს ხარჯავს. მგონი დიდი განსხვავებაა 3 მილიარდსა და 77 ათას დოლარს შორის“, - ამბობს თალაკვაძე.  

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა