logo

თალაკვაძე გახმაურებულ საქმეებზე: ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის 

clock 0 clock 175 clock 02 აგვ 202016:35

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ გახმაურებულ საქმეებს აფასებს და ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. 

თალაკვაძის თქმით, ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია.

"სამართალდამცველებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ამომწურავად გამოიძიონ ეს საქმეები და მისცენ პასუხისგებაში დამნაშავე პირები. თუ ჩვენ გვსურს, მართლწესრიგი და გვსურს დანაშაულის დონე შევამციროთ ქვეყანაში, ვებრძოლოთ მომავალშიც ასეთი ტიპის დანაშაულებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე შემთხვევაშიც მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელდეს. 

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქვეყანაში ორი რეზონანსული საქმის გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე და 23 წლის პროგრამისტის, თეონა ბაჩალიაშვილის საქმე. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა