logo

თამაზ გრატიაშვილი: პოლიცია მირტყამდა, თუ საჩივარს არ გამოიტან სახლის წინ ჩაგცხრილავთო

21 ივლ 202008:50
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 290

ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. სოფელ ჭალადიდის მკვიდრი, 23 წლის თამაზ გრატიაშვილი ამტკიცებს, რომ ფოთის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ის ძალის გამოყენებით წინასწარი დაკავების იზოლატორში, სრულიად უმიზეზოდ გადაიყვანა.

როგორც გრატიაშვილი ამბობს, მასზე შანტაჟი და მუქარა დღემდე ხორციელდება. იგი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას და სამართალდამცავების დასჯას ითხოვს.

„პოლიციამ დამაკავა აღმაშენებელზე. ეს იყო პოლიციის მაღალჩინოსანი დავით ოდიშარია. შემდეგ დაურეკა პოლიციის თანამშრომლებს, მოვიდა თორნიკე კეჭაყმაძე, ის მისწორდებოდა ფიზიკურად პოლიციის მიყვანამდე. გზადაგზა მანქანას აჩერებდა და ისე მირტყამდა თავში და მოტეხილ ხელში.

ქრთამის სახით მთავაზობდნენ, რომ გამომეტანა სახელმწიფო ინსპექტორიდან საჩივარი, რომელიც თორნიკე და დათო ოდიშარიას წინააღმდეგ მქონდა შეტანილი. მე წინააღმდეგი ვიყავი და უარი ვუთხარი.

როდესაც ვმოძრაობდი მანქანით, გზა ჩამიკეტა X5-ის ჯიპმა. ორი სპორტული აღნაგობის ბიჭი ჩამოხტა და მითხრეს, შენ თუ არ გამოიტან საჩივარს ოდიშარიას და თორნიკეს შესახებ, 3 დღეს გაძლევთ მინიმუმ ვადას ჩაგცხრილავთ სახლის წინო. მართლაც განახორციელეს თავდასხმა, დამხვდნენ კასტეტებით, ჩამარტყეს ცხვირში და ცხვირის მოტეხილობა მაქვს“, - განაცხდა გრატიაშვილმა.



close დახურვა