logo
ENG



თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით იზიდავს ახალგაზრდებს, რაც ამორალურია - გამყრელიძე

31 მაი 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 634
weliunbgd5r86vb.jpg

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ უნდა დავიცვათ ახალგაზრდები თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით იზიდავს ახალგაზრდებს, რაც ამორალურია.

„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი, 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1987 წლიდან, ყოველი წლის 31 მაისს აღინიშნება მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე.


close დახურვა