logo
ENG



თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

30 მარ 202017:48
3 წუთის საკითხავი
clock 442

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, პუნქტების მოწყობა იგეგმება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში.

„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მოქალაქე ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება.

 


close დახურვა