logo

თბილისში გავლენიანი ტერორისტი დააკავეს - ფორმულამ საიდუმლო პატიმრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა

clock 23 მაი 202020:04

რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 6 მაისს ქვეყანაში ტერორიზმში ბრალდებული პირი შემოვიდა. "ფორმულას" წყაროს ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კაცი იემენისა და დომინიკის ორმაგი მოქალაქე იყო და სატვირთო მანქანით გადაადგილდებოდა. საზღვარზე მას ბეჭედი პატრულ-ინსპექტორმა დიმიტრი ტატუნაშვილმა დაურტყა, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, მან მეწყვილის ბეჭედი გამოიყენა, ძებნილის შემოშვებისთვის კი 800 დოლარი აიღო. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიის გადამოწმება სხვადასხვა ღია არხზე "ფორმულამ" იქამდე სცადა, სანამ გადამღები ჯგუფი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მივიდოდა. კონფიდენციალური ინფორმაციით, ძებნილი პირი, რომელმაც 6 მაისს საზღვარი გადმოკვეთა, გავლენიან ფიგურად მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციებში და ყველაზე საშიში 10 ტერორისტიდან, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს. "ფორმულას" წყაროს ცნობით, ის იმდენად გავლენიანი პირია, რომ მის ქორწილში ბინ-ლადენიცაა ნამყოფი. ამავე ინფორმაციით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, საქართველოში დომინიკის პასპორტით და გვარით მუბარაქი შემოვიდა. სანდო წყარო ასევე გვიყვება, რომ საშუალო სიმაღლის მამაკაცს სახეზე ნაიარევი აქვს.

წყაროს ინფორმაციის გადამოწმება ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვცადეთ. წითელი ცირკულარით ძებნილი იემენის ან დომინიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია - აბდულაჰ აჰმედ აბდულაჰის შესახებ იძებნება.  იემენის მოქალაქე, "ალქაიდას" ლიდერი და არაერთი სისხლიანი თავდასხმებისთვის ძებნილი, იგივე აბუ მუჰამმედ ალმასრია. არსებობს ერთადერთი ფოტო, რომელიც სპეცსამსახურებს მოეპოვებათ და ის რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული. აღწერაში ვკითხულობთ, რომ მისი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ტუჩზე ნაიარევია

ტერორიზმისთვის ძებნილის საქმე მკაცრად გასაიდუმლოებულია. არ გამართულა სასამართლო პროცესი და ერთ-ერთი ვერსიით ის ამერიკელებს უკვე გადასცეს. იემენის მოქალაქე ქვეყანაში ორივეჯერ ლარსის გამშვები პუნქტით ქრთამის გადახდის შემდეგ შემოვიდა. დაკავებულია პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ძებნილი შემოუშვა. დააქვეითეს ლარსის საზღვრის უფროსი და კიდევ არაერთი საკადრო წმენდა მოჰყვა ამ სკანდალურ საქმეს.

კიდევ ერთი ინფორმაცია საშიში ტერორისტის შესახებ - ის თბილისში დააკავეს, კვალზე მას შემდეგ გავიდნენ, რაც მან კონტროლზე აყვანილ პირებს დაურეკა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა