logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: გაჩნდა ჩემი ფეიქ გვერდი, არ ენდოთ

04 აპრ 202022:30
3 წუთის საკითხავი
clock 645

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა მისი ფეიქ გვერდი, საიდანაც ვრცელდება ინფორმაციები.

ცერცვაძე მოუწოდებს საზოგადოებას არ ენდოს მსგავს გვერდებს.

"გაჩნდა ჩემი ე.წ. ფეიქ გვერდი. იქ ფოტოცაა ჩემი და დაიდო ჯერჯერობით ნეიტრალური ტექსტი. თუმცა როცა ამგვარი გვერდები ჩნდება, იქ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ მივმართავ ყველას, არ ენდოს ასეთ ინფორმაციას, რაც საეჭვო წყაროების მიერ ვრცელდება. ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაცის, რაც გამოქვეყნდება შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის გვერდზე ან ჩვენი ბრიფინგების დროს გაკეთებულ განცხადებებს ენდონ",-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".


close დახურვა