logo

თეოლოგი: ერთ-ერთ სასულიერო პირს სტიქაროსნისგან გადაედო კორონავირუსი

clock 25 მარ 202017:20

„რუსთავის ეპარქიაში მოხდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის დაინფიცირება,“ - ამ განცხადებას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს.  

გიორგი ტიგინაშვილის განცხადებით, საპატრიარქო დაინფიცირებული პირის სახელს და გვარს არ ასახელებს, რაც მისთვის მიუღებელია.

​სადაც ეპისკოპოსი საბა მსახურობს, მას რამდენიმე მღვდელმსახური ახლავს თან ეპარქიაში გამწესებული. თავადვე აღიარა მან გუშინდელ ჩართვაში, რომ ერთ-ერთი სტიქაროსანი არის დაინფიცირებული კორონავირუსით. რახან არსებობდა იმის ალბათობა, რომ სტიქაროსანს შეეძლო ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირებინა სასულიერო პირები, სამწუხაროდ ეს ასეც მოხდა და დღეისათვის გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი მღვდელმსახური დაინფიცირდა. სახელს და გვარს ეპარქია შეგნებულად არ ასახელებს. ამის გასაიდუმლოება ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ამ შემთხვევაში რუსთავის ეპარქიაში მოხდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის დაინფიცირება კორონავირუსით“, - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

შეგახსენებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, რათა დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პრევენციის მიზნით გასცა.

სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები ტაძრის გარე ტერიტორიაზე მრევლი განთავსდება და დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია. მონიშვნები კეთდება, როგორც ტაძრის გარე ასევე შიდა სივრცეში. წირვა ლოცვის გადაიცემა ხმოვანი საშუალებით, რათა გარეთ მყოფმა მრევლმაც შეძლოს ლიტურგიის მოსმენა.

სასულიერო პირები კორონავირუსის პრევენციის მიზნით ეკლესიების დაკეტვაზე არ საუბრობენ. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა