logo
ENG



თეონა ცხომელიძე: დამიდასტურდა COVID 19, დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან

11 სექ 202019:12
3 წუთის საკითხავი
clock 1940
udycvi920w9up8f.jpg

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე Facebook-ზე წერს, რომ COVID 19 დაუდასტურდა, რომელიც სავარაუდოდ რესპოდენტისგან გადაედო. ჟურნალისტის განცხადებით, სიმპტომებიდან მას ზურგის და სახსრების ტკივილი აწუხებს.

ცხომელიძის თქმით, ის ეპიდემიოლოგებთან ერთად საკონტაქტო წრის დადგენას ცდილობს. 

"მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში - ვერ გპასუხობთ. დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან - სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში. მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს. ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან. დავემატე ხვალინდელ სტატისტიკასაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს", - წერს თეონა ცხომელიძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხზე ამჟამად ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს ღამის კურიერი აღარ გავა. ეთერში იგეგმებოდა ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან. 


close დახურვა