logo
ENG



თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? - მეუფე ანტონი მედიის წარმომადგენელთა მუშაობით უკმაყოფილოა

31 მაი 202014:25
3 წუთის საკითხავი
clock 530

თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? - მეუფე ანტონის მორიგი ანტიდასავლური განცხადება. ვანისა და ბაღდადის ეპისკოპოსი უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ მედია ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

იერარქი მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე სასულიერო პირის ქმედება გასაჯაროვდება, ეს უფრო უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება. მეუფე სვამს კითხვას: საჭიროა თუ არა ასეთი ევროპა და სიტყვის თავისუფლება? 

„ჩემი სიტყვა არაა თავისუფალი და ჩემთან არაა დემოკრატია? რატომ დაარქვით ამას ფერიცვალება? მე ვამბობ - თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? ჩემთვის გავაკეთე დასკვნა - თუკი ეს ადამიანები იმათი ხალხია და ასე იქცევიან, რა დასკვნა გამოდის? ეს რატომაა ფერიცვალება? საიდან მოგდით ეს აზრები? რატომ უჩიჩინებთ? მე რას ვნანობ, თქვენი აღმსარებელი არ ვარ. რა მაქვს სანანებელი? ", - განაცხადა მეუფე ანტონმა.


close დახურვა