logo
ENG



თურნავა: აქტიურად გავხსენით საზღვრები, ფრენებიც ინტენსიურად ხორციელდება

06 აგვ 202014:36
3 წუთის საკითხავი
clock 505
1puh2mdcm9f4w5s.jpg

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, აგვისტოს ბოლოს ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება.

თურნავას თქმით, ფრენის კონკრეტული თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა.

"საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ვხედავთ, რომ ფრენებიც ინტენსიურად ხორციელდება. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა იგივე ეგეოსის ავიახაზებთან. შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ახლა გავედით ბოლოში. აგვისტოს ბოლომდე მინიმუმ ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება, კონკრეტულ თარიღს გამოვაქვეყნებთ. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დღეს აწყობს საბერძნეთსაც და საქართველოსაც", - აცხადებს თურნავა.

2 აგვისტოს საქართველოში საბერძნეთის ელჩმა, დიმიტრიოს კარაბალისმა, თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან გაცემული პირობა საბერძნეთთან საზღვრის გახსნაზე არ სრულდება". ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ ვერ მოხვდა საბერძნეთი იმ ქვეყნების ხუთეულში, რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა, მაშინ, როდესაც კოვიდ სიტუაცია მათ ქვეყანაში გაცილებით უკეთესია.

საქართველოს მთავრობამ საჰაერო საზღვრები უპირობოდ 5 ქვეყანასთან გახსნა. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვასა და ესტონეთზე. 


close დახურვა