logo
ENG



თურნავა: მაისი მძიმე იქნება, ივნისიც, წლის ბოლოც

30 მაი 202015:24
3 წუთის საკითხავი
clock 1231

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეკონომიკური კუთხით, ქვეყანაში მაისი და ივნისი ძალიან მძიმე იქნება.

თურნავას თქმით, ეკონომიკური ვარდნა ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვითაა გამოწვეული. 

„აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი, იცით, რომ ამ დროს ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ მოსახლეობა დაგვეცვა ეპიდემიის გავრცელებისგან.

არ დაგიმალავთ - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება.

საქსტატის მონაცემებით, 16%-ითაა შემცირებული აპრილში ეკონომიკა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ თვის ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 28%-ით იკლო ექსპორტმა, 39%-ით - იმპორტმა, ყველაზე დიდი კლება კი მოდის მშენებლობაზე.


close დახურვა