logo
ENG



თურნავა: მაქსიმალურად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობას და პროექტებს

02 აპრ 202013:44
3 წუთის საკითხავი
clock 399

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისრმა ნათია თურნავამ ინფრასტურქტურულ პროექტებზე კრუსთა შორისი სხვაობის რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ სექტორში ლარის გაუფასურების გამო მნიშვნელოვანი პრობელმები შეიქმნა, ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, საკვები პროდუქტების ფასების დაზღვევის მსგავსად, დახმარება ამ მიმართულებითაც განახორციელოს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენს მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით. ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შეგვერბილებინა სწორედ მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. კურსი მაინც გაუფასურდა, გლობალური პროცესები გამო და ამას წინ ვერ აღვუდგებოდით, მაგრამ მოვახერხებთ ფასების დაზღვევა.

"შემდეგი ნაბიჯი არის იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან როგორც არაერთხელ ითქვა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობას და პროექტებს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა პრობლემები, რადგან კურსთა შორის სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასებზე, იმპორტულ კომპონენტზე. ყველა ჩვენი ღონისძიება ამ ეტაპზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის კრიზისული საგანგებო ვითარება და ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი. დღევანდელი კანომდებლობა და კონტაქტები იძლევა შესაძლებლობას, არის გარკვეული რეზერვები და ამას ავამოქმედებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 


close დახურვა