logo

თურნავა -7.7%-ზე: ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება

clock 0 clock 122 clock 31 ივლ 202016:38
თურნავა -7.7%-ზე: ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივლისის თვეში საქართველოში ეკონომიკის 7,7%-ით შემცირებას ეხმაურება.

თურნავამ აღნიშნა, რომ ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება. თურნავას შეფასებით, ეკონომიკის ვარდნის ტემპი იკლებს და ეკონომიკა „თანდათან გამოცოცხლებას იწყებს“.

„ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა - ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას“,-აცხადებს თურნავა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  სტატისტიკის თანახმად, ორჯერ შენელდა ეკონომიკური დაღმასვლის ტემპი და 7,7 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, მაისში ეკონომიკის შემცირება 13,5 პროცენტი, ხოლო აპრილში 16,6 პროცენტი იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა.

შეგახსენებთ, საქასტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 7,7 %-ით შემცირდა, ბოლო 6 თვის განმავლობაში კი - 5.8%-ით.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა