logo
ENG



თუ არჩევნები სავალდებულო არ იქნება, ხმას არ მივცემ ცვლილებებს - კვიციანი

21 ივნ 202012:49
3 წუთის საკითხავი
clock 837

ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს, თუკი არჩევნებზე მისვლა მოსახლეობისთვის არ გახდება სავალდებულო. 

როგორც ემზარ კვიციანმა განმარტა, მხოლოდ ასე ჩატარდება „ქართული არჩევნები“ და ასე გახდება მოსახლეობა ხელისუფლების წყარო.

„ვერ ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი არჩევნებზე. ეხლა აღარ არიან აქ ადამიანები, რომლებიც გულზე არ გეხატებათ არც თქვენ და არც ჩვენ, ამათ დაარტყამთ ის სამართლიანი არჩევნები. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად უნდა შევიდეს ეს ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, მე ხმას ვერ მოგცემთ",- განაცხადა კვიციანმა.


close დახურვა