logo

ივანიშვილი გვემუქრება, რომ თუ არ დემემორჩილებით, ყველას გაგანადგურებთ - ოპოზიცია მელიას შესაძლო დაკავებას აფასებს

clock 0 clock 157 clock 14 თებ 202009:44

"ხელისუფლება არის არაადეკვატური, ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს და ამან შესაძლოა ვიზალიბერალიზაციასაც შეუქმნას პრობლემა", - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველო რთულ ვითარებაშია და ამაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდია. 

"ხელისუფლება არის აბსოლუტურად არაადეკვატური, ამიტომ ასეთი ხელისუფლების პროგნოზირება არის წარმოუდგენელი. მე მაგალითად ვერ წარმომედგინა, რომ უგულავას დაიჭერდნენ. თუ ამას მოჰყვა ის რეაქციები რა რეაქციებიც არის საერთაშორისო თანამეგობრობიდან, ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. ჩვენ შეიძლება ვიზალიბერალიზაციაც გაგვიუქმდეს, ასოცირებული ხელშეკრულებაც შეჩერდეს, ასე რომ ვითარება ძალიან რთულია“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშსვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილი ემუქრება ყველას ვინც მას არ ემორჩილება. 

"ნიკა მელიასაც ორთვე-ნახევარია გასული რაც ამ საკითხში ის გაამართლა სასამართლომ. მაგრამ ახლა მაინც ჩაუნიშნეს პროცესი, რადგან პროკურატურას თურმე გაუსაჩივრებია. ამით ჩვენ გიორგი რურუას დაჭერა და ასე შემდეგ, ასეთ ვითარებაში ივანიშვილი ყველას გვემუქრება, ვისაც ბრალი წაუყენეს, ვინც დააკავეს ან დაკავებით ემუქრება, რომ თუ არ დამემორჩილებით მე თქვენ გაგანადგურებთ“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, პოლიტპატიმრების რიცხვი საქართველოში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. სახელმწიფო ნიკა მელიას „ქართუ" ჯგუფის ქონების დამალვას ედავება. წარდგენილი ბრალდებებით სასამართლომ ნიკა მელია ერთ მუხლში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 2019 წლის 30 დეკემბერს კი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას ითხოვს. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით 10 მარტს გახდება ცნობილი.   

 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა