logo

ივანიშვილი მორიგ ავანტიურაზე მიდის - ოპოზიცია მთავრობას ანაკლიის პორტის აშენებისკენ მოუწოდებს

22 მაი 202020:16
3 წუთის საკითხავი
clock 1261

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ახალ ავანტიურაზე მიდის და ამერიკელი პარტნიორების ღია მოწოდებების საპირისპიროდ, არა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, არამედ ფოთის პორტზე დებს ფსონს -ასე აფასებენ მმართველი ძალის ოპონენტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებებს ფოთის პორტის შესახებ.

ამერიკელი ინვესტორების ისტორიული პროექტიდან გაშვების შემდეგ ოპოზიცია ღიად ადანაშაულებს ხელისუფლებას პრორუსულ ინტერესებში. ფოთის პორტი კი, რომლის უკანაც ვანო ჩხარტიშვილს მოიაზრებენ, მათი თქმით, ღრმაწყლოვანი ვერ ხდება.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ანაკლიის პროექტის გულშემატკივარია, მაგრამ მაიკ პომპეოს და გავლენიანი კონგრესმენების შემდეგ, ქვეყნის მთავარ პარტნიორს ცალსახა განცხადების გაკეთება ისევ დასჭირდა. ადამ კინზინგერი საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის განხორციელებისკენ და ამერიკელი ინვესტორების ჩართვისკენ მოუწოდებს.



close დახურვა