logo
ENG



იმნაძე: დღეიდან PCR ტესტებთან ერთად ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტიც ჩატარდება

23 ოქტ 202012:00
3 წუთის საკითხავი
clock 919

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში PCR ტესტირებასთან ერთად ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტიც ჩატარდება.

იმნაძის თქმით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ნაცხის აღება ცხვირიდან მოხდება და ის სამედიცინო დაწესებულებაში გაკეთდება.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის სწრაფი ტესტების რაოდენობა 150 000-მდეა და ნახევარიმილიონი ტესტი შეკვეთილია.

23 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა