logo
ENG



იმნაძე: მეორე ტალღას დავარქმევთ, თუ პირველ ნახევარს, მთავარია, რომ კორონა არის და გრძელდება

15 აგვ 202016:19
3 წუთის საკითხავი
clock 693
7v3cwl2ybg0pfbb.jpeg

"მეორე ტალღას დავარქმევთ, თუ პირველ ნახევარს, მთავარია, რომ კორონა არის და გრძელდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მოსახლეობამ ატაროს ნიღაბი და დაიცვას დისტანცია. 

„ჩვენ პრინციპში პირველი ტალღაც ისეთი არ გვქონია, როგორიც ჰქონდა უმრავლესობა ქვეყნებს, ამიტომ რას დავარქმევთ, მეორეს, თუ პირველ ნახევარს - მთავარია, რომ კორონა არის და გრძელდება, როგორც ხედავთ გეოგრაფიით, თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი - კორონა არის ყველგან და არის ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნა, ნიღაბი, დისტანციის დაცვა და კორონა თითო-ოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, იქნება ბევრი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


close დახურვა