logo
ENG



იმნაძე: ჩვენი მოქალაქეების რაღაცა ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე

03 აპრ 202014:02
3 წუთის საკითხავი
clock 248

თუ იქნება მისაღები დამატებითი ღონსიძიებები ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურად დასახლებებს და ქალაქებს შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს ზომები, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მოსახლეობა ვერ იაზრებს თუ რასთან აქვთ საქმე.

"სამწუხაროდ ისევ და ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაცა ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს რა შეიძელბა ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ არ დავემორჩილებით როგორც რჩევენბს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც გამოცხადებულია", - განაცხადა იმნაძემ.


close დახურვა